კომპანია
უმაღლესი ხარისხის, ადგილწარმოშობის ორგანული ჩაის წარმოების იდეა და სურვილი 2016 წელს გაგვიჩნდა. ამ იდეის განსახორციელებლად საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, ტყიბულის რაიონის სოფელ წყნორში მდებარე ჩაის პლანტაცია შევარჩიეთ და სრული რეაბილიტაცია მოვახდინეთ.
                                                                                                                                                    ჩვენი ჩაის ბაღი, განთქმული ხვალის მთის ძირას, ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ტყითა და მთის ქედებითაა გარშემოტყმული, ეს კი ჩაის ნედლეულის უნიკალურობასა და უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
                                                                                                                                                                  სერთიფიცირების პროცესი 2019 წელს დავასრულეთ, რის შემდეგაც ჩამოვაყალიბეთ ბრენდი „Montea”. ჩვენ 100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტის წარმოებაზე ვართ ორიენტირებულნი.
                                                                                                                                                            ჩვენი კომპანია თავის საქმიანობაში ISO 22000, Fair Wild და ორგანული ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს იცავს. უნარჩენო წარმოების სრული ციკლი ამბროლაურში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მზის ენერგიაზე ოპერირებად საწარმოში მიმდინარეობს.